პროექტი "ჩემს მიერ დანახული ევროკავშირი"

ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთათვის, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში, ორდღიანი სემინარი გაიმართა, სადაც განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ექსპერტმა ლაშა მელაძემ ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ ისაუბრა და სტუდენტებთან ერთად მითების სიმულაციურ თამაშში მიიღო მონაწილეობა.

 

 

პროექტის "ჩემს მიერ დანახული ევროკავშირი" მიზანი ახალგაზრდებში ანტიდასავლური კამპანიის შესახებ დიალოგის წამოწყებაა

 

პროექტის მონაწილე მოსწავლე/სტუდენტებმა მოისმინეს ლექციები ანტიდასავლურ კამპანიასთან ბრძოლის მეთოდების, ევროკავშირის გარშემო გავრცელებული მითების წარმოშობისა და მათი გაბათილების ხერხების შესახებ. ასევე მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში სოციალურ მედიაში გავრცელებული არასანდო ინფორმაციის ამოცნობისა და მისი საპირწონე კამპანიის განხორციელების კუთხით. 

 

სემინარის მეორე დღეს პროქტის მონაწილე ახალგაზრდებმა მითების წარმოშობისა და განვითარების მიზეზებზე იმსჯელეს, მოისმინეს ლექცია თემაზე: როგორ და სად მოვიპოვოთ სწორი და სანდო ინფორმაცია; როგორ ამოვიცნოთ არასწორი ინფორმაცია და როგორ მოვახდინოთ ეფექტურად რეაგირება. გაიგეს რა მეთოდებით ებრძვის სახელმწიფო გააქტიურებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას. 

 

დღის ბოლოს ახალგაზრდებმა მითების სიმულაციურ (როლურ) თამაშში მიიღეს მონაწილეობა, სადაც თავად შეეცადნენ ამოეცნოთ და ემსჯელათ კონკრეტული მითების შესახებ.

 

 

 

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

26-06-2016