ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად ამოქმედება კუს ტბაზე აღინიშნა!
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მოსახლეობას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძებების საშუალებით მიაწოდეს. ღონისძიებაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით კითხვის მოყვარულებისთვის ბრმა პაემანი მოეწყო წიგნებთან, ბავშვებს საჩუქრად ბუშტები და დროშები დაურიგდათ, ახალგაზრდებმა ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა. მოეწყო კარიკატურების გამოფენა ევროპული ფასეულობების შესახებ.
საინფორმაციო აქციის მსვლელობისას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენლებმა დაინტერესებული პირებს ასოცირების შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საინფორმაციო ბროშურა "საქართველო და ევროკავშირი" გაავრცელეს.