სემინარი თემაზე „საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადვოკატირება“

25–27 მაისს ქალაქ ოდესაში (უკრაინა), აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის ჩატარდა სემინარი თემაზე „საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადვოკატირება“.

 

სემინარში მონაწილეობდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ქონდათ გამოცდილება არჩევნების სადამკვირვებლო მისიის განხორციელების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

 

სემინარის მიზანი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცოდნის გაღრმავება კომუნიკაციებისა და ადვოკატირების ტექნიკების შესახებ. სამუშაო შეხვედრას „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ სახელით ესწრებოდა, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ყანჩაველი.

 

აღნიშნული სემინარი განხორციელდა ევროპის საბჭოს პროგრამის ფარგლებში.

30-05-2016