CDD-ის და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ერთობლივი პროექტი

გასულ კვირას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ყანჩაველმა, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან ერთობლოვი პროექტის განხორციელების შესახებ ახალ საპროექტო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

 

ერთობლივი პროექტი, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ჩათვლით) მრავალფეროვანი საკითხების შესახებ სატელევიზიო ფილმების დამზადებას ისახავს მიზნად. ფილმები ტელევიზია "ერთსულოვნებაზე" გაშუქდება.

 

აღნიშნული პროექტი, 2014-2016 წლებში CDD-ის მიერ განხორციელებული პროექტის "საქართველო და ევროკავშირი" ლოგიკური გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს, ასევე, საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების პროცესზე ჩაუტარდათ ტრენინგები.

11-07-2016