15-17 ივლისს CDD-ს ორგანიზებით, დაბა გუდაურში მდებარე სასტუმროში "მარკო პოლო", საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი "საქართველო და ევროკავშირი".
ტრენინგი მიმდინარეობდა რამოდენიმე დღის განმავლობაში და მას საქართველოს საპატრიარქოს სკოლების, გიმნაზიების, სასულიერო სემინარიების, სკოლა - პანსიონების ხელმძღვანელები, მასწავლებლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ტრენინგი ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა : საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია; ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები; თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის; საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება; ასოცირების დღის წესრიგი და ეროვნული სამოქმედო გეგმა. მონაწილეები ასევე გაეცნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაცებს შორის ურთიერთობის საკითხებს.
პრეზენტაციები გააკეთეს მოწვეულმა ტრენერ-ექსპერტებმა მიხეილ მირზიაშვილმა, ივანე ჩხიკვაძემ, გიორგი ფარეშიშვილმა და ლაშა მელაძემ. საკითხების უკეთ გასაცნობად ტარდებოდა ჯგუფური სავარჯიშოები, სადაც მონაწილეები მიმოიხილავდნენ ცალკეულ საკითხებს და წარმოადგენდნენ საინტერესო პრეზენტაციებს.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სიტყვით მიმართა სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და ტრენინგის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
თითოეულ დამსწრე მონაწილეს გადაეცა პროქტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო-სატრენინგო მასალები: პუბლიკაცია "საქართველო და ევროკავშირი"; საინფორმაციო ბროშურა "სახელმწიფო და რელიგია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში"; CDD-ის ბლოკნოტი და სხვა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ივლისი-აგვისტოს პერიოდში დაგეგმილია კიდევ 2 ტრენინის განხორციელება, რომელშც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპატრიარქოს სკოლების, გიმნაზიების, სასულიერო სემინარიების, სკოლა - პანსიონების მასწავლებლები და სასულიერო პირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
იხილეთ ტრენინგის ამსახველი ფოტო კოლაჟი