ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წინასაარჩევნო აგიტაციასთან და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და რვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აგრეთე ექვსი პოლიტიკური პარტია შეუერთდა.

 

დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში კონკრეტული მუხლების (45-ე, 48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო საქმის წარმოების დროს სწორედ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

 

 

დოკუმენტის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა და საჯარო მოხელეებს უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

 

დოკუმენტს ხელს აწერენ:

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;     

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია;

 

არასამთავრობო ორგანიზაციები:

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო;

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი;

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;

საზოგადოებრივი დამცველი;

სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი;

 

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს შემოუერთდნენ მემორანდუმს:

 

„საქართველოს ევროპელი დემოკრატები“

„სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“;

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“

„ახალი მემარჯვენეები“

„ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

„თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“

 

 

 

იხილეთ: საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ სახელმძღანელო

29-07-2016