თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

10 აგვისტოს, იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების;  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი მარინა ბენდელიანი.

 

 

კომისიამ რეკომენდაციით მიმართა:

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს

 

"წინასაარჩევნო პერიოდში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების მიერ წარდგენილი სიების წარმომადგენლებისა თუ დამკვირვებლების რეგისტრაციისას ხარვეზების თავიდან ასაცილებლად არჩევნების შედეგების შეჯამებამდე თავი შეიკავონ არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების სახელდებისაგან"

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს:

 

გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების სახელდების აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, უმოკლეს ვადებში განახორციელონ ნუმერაცია. ასევე, თავი შეიკავონ, გარდა განსაკუთრებული საჭიროებისა, გეოგრაფიული ობიექტების,

 

 

შეხვედრაზე, სხვა საკითხებს შორის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საარჩევნო სიის დაზუსტებისათვის გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

 

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივნისის N140 ბრძანებით შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც 13 უწყება შედის. მისი მიზანი 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა, რაც არჩევნებისთვის ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. იხილეთ ამ ეტაპისათვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები.

10-08-2016