CDD ახალგაზრდა თაობის ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელების ინფორმირების პროექტს ახორციელებს

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშესაწყობად ახორციელებს პროექტს "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში".

 

პროექტის მიზანი: ახალგაზრდა თაობის ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელების საარჩევნო და პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების დონის ზრდა და 2016 წელს დაგეგმილ საპარლამენტო  არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩევლის როლის გააქტიურების ხელშეწყობა".

 

განხორციელების არეალი: ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონი.

 

პროექტის სამიზნე ჯგუფი: ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები (სტუდენტები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები).

 

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე (7 აგვისტო - 7 ოქტომბერი).

 

პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელებისათვის განხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო - საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდებს მიეწოდებათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა, საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმები, არჩევნითი ინსტიტუტის კომპეტენციები, გენდერული ასპექტები და კენჭისყრის პროცედურები.

 

მომზადდება ვიდეო რგოლი (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე), რომელიც განთავსდება რეგიონში არსებულ მედია საშუალებებში.

 

სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებით განხორციელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია "გადაწყვეტილება შენზეა 2016". მოეწყობა სხვადასხვა სახის შემოქმედებითი კონკურსები (ვიდეო, სლოგანებისა და კითხვების კონკურსი).

 

გავრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები: ბუკლეტი - სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია აქტიურ მოქალაქეობაზე, არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებსა  და არჩევნითი ინსტიტუტის კომპეტენციებზე. ბროშურა - სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურებზე. აგრეთვე პლაკატი, სანიშნე და სხვა მასალები. მასალები მომზადდება ენობრივი, ტრადიციულ/რელიგიური ბარიერებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

 

პროექტი "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" ხორციელდება სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.

 

8-08-2016