მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD), 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშესაწყობად განახორციელა პროექტი "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში".

 

პროექტის მიზანი: ახალგაზრდა თაობის ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელების საარჩევნო და პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების დონის ზრდა და 2016 წელს დაგეგმილ საპარლამენტო  არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩევლის როლის გააქტიურების ხელშეწყობა".

 

განხორციელების არეალი: ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონი.

 

პროექტის სამიზნე ჯგუფი: ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები (სტუდენტები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები).

 

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე (7 აგვისტო - 7 ოქტომბერი).

 

პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელებისათვის განხორციელდა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო - საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა, საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმები, არჩევნითი ინსტიტუტის კომპეტენციები, გენდერული ასპექტები და კენჭისყრის პროცედურები.

 

მომზადდა ვიდეო რგოლები (ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე), რომელიც განთავსდა რეგიონში არსებულ მედია საშუალებებში.

 

სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებით განხორციელდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია "გადაწყვეტილება შენზეა 2016". მოეწყო სხვადასხვა სახის შემოქმედებითი კონკურსები (ვიდეო, სლოგანებისა და კითხვების კონკურსი).

 

აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფებმა გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები: ბუკლეტი - სადაც მოცემულია ინფორმაცია აქტიურ მოქალაქეობაზე, არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებსა  და არჩევნითი ინსტიტუტის კომპეტენციებზე. ბროშურა - სადაც მოცემულია ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურებზე. აგრეთვე პლაკატი, სანიშნე და სხვა მასალები. 

 

დასკვნით ეტაპზე თბილისში, გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც გაკეთდა პრეზენტაცია პროექტის მიღწევების შესახებ. იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა.

 

პროექტი "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" განხორციელდა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.

 

ინფორმაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ განხორციელებული პროექტის "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" შედეგებთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე

8-08-2016