განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ჟურნალისტებისა და პროდიუსერებისათვის გაიმართა სემინარი „საქართველო და ევროკავშირი“.
ჟურნალისტებს მიეწოდათ ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა: საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია, თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის; საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება და სხვ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ - მიხეილ მირზიაშვილმა.