სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი ლაშა მელაძე.
პრესკონფერენცია გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა დოროტა დლოუხი-სულიგამ გახსნეს.
ანგარიშის მიხედვით სახელისუფლებო შტოებისა და პოლიტიკური სუბიექტების მედიით გაშუქების მხრივ არსებული მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. კვლევა 11 ივლისიდან 30 აგვისტოს პერიოდს მოიცავს და ამ პერიოდში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის მედიასაშუალებებში გაშუქების ტენდენციები შეისწავლა. კვლევაში საუბარია დაუბალანსებელი რეპორტაჟების შესახებაც, როდესაც ჟურნალისტს მხოლოდ ერთი მხარე ჰყავს ჩაწერილი, მეორე მხარე კი სხვადასხვა მიზეზების გამო არ არის წარმოდგენილი.
მონიტორინგი სამმა არასამთავრობო ორგანიაზაციამ, საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიამ, "ინტერნიუს – საქართველომ" და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (CDI) ჩაატრა. კვლევა მიმდინარე წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და ის არჩევნების გაშუქებას 40-ზე მეტ მედიასაშუალებაში აფასებს. საარჩევნო მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.