აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფის ტრენინგი

10-13 სექტემბრის პერიოდში, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, გუდაურში მდებარე სასტუმროში "ალპინა გაიმართა აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფის ტრენინგი.

 

ტრენინგს ესწრებოდნენ აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფის წევრები - ახალგაზრდები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ, აქტიურ მოქალაქეობაზე, არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე საარჩევნო პროცედურებსა  და სხვა. ტრენინგზე ყურადღება აგრეთვე დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებს. 

 

ტრენინგების პერიოდში, სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით, ამომრჩევლებისათვის ერთგვაროვანი საინფორმაციო სივრცის უზრუნველყოფის მიზნით, ჩატარდა ერთ საათიანი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სწავლების ცენტრის მონაწილეობით განხორციელდება იმიტირებული კენჭისყრის დღის პროცედურა და დარიგდა მათ მიერ მომზადებული ამომრჩევლის სამახსოვრო.

 

აქტიური მოქალაქეთა ჯგუფის წევრები ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელების საარჩევნო და პოლიტიკური ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების დონის ზრდის უზრუნველსაყოფად წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში გაავრცელებენ საინფორმაციო მასალებს: ბუკლეტებს - სადაც მოცემულია ინფორმაცია აქტიურ მოქალაქეობაზე, არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებსა და არჩევნითი ინსტიტუტის კომპეტენციებზე; კრეატიულ ბროშურებს - სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურებზე. აგრეთვე პლაკატებს, სანიშნეებს და სხვა მასალებს. მასალები მომზადებულია ენობრივი, ტრადიციულ/რელიგიური ბარიერებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

 

მოხალისეების ჩართულობით მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები და ვორქშოპები ახალგაზრდებისათვის, რეგიონების ეთნიკური უმცირესოსობებით დასახლებულ ქალაქებსა და თემებში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სათემო ორგანიზაციებში და სხვა.

 

ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია აქტიურად წარმოებს სოციალური ქსელების საშუალებით. ეწყობა სხვადასხვა სახის შემოქმედებითი კონკურსები (ვიდეო, სლოგანები, ფოტოები, ყოველკვრეული კითხვები), რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართულობისა და ინფორმირების ზრდას.

 

იხილეთ ტრენინგის ამსახველი ფოტო მასალა

14-09-2016