29 სექტემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (CCE), განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით გაიმართა სემინარი აქტიური მოქალაქეობაზე, არჩევნებში ქალთა და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა მონაწილეობის თემატიკაზე.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდა თაობის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა, მათ შორის ქალებმა. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, კენჭისყრის პროცედურებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.
სემინარი განხორციელდა პროექტის "გადაწყვეტილება შენზეა" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების საარჩევნო და პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების დონის ზრდის ხელშეწყობას.
სემინარის მონაწილეებს გადაეცათ პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო მასალები: ბუკლეტები, ბროშურები, სანიშნეები და სხვა.
პროექტის "გადაწყვეტილება შენზეა" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალგაზრდების ჩართულობით ეწყობა საინფორმაციო შეხვედრები და ვორქშოპები, რეგიონების ეთნიკური უმცირესოსობებით დასახლებულ ქალაქებსა და თემებში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სათემო ორგანიზაციებში და სხვა. ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია აქტიურად წარმოებს სოციალური ქსელების საშუალებით. ეწყობა სხვადასხვა სახის შემოქმედებითი კონკურსები (ვიდეო, სლოგანები, ფოტოები, ყოველკვრეული კითხვები).