ევროპული კაფე-ტური

19-23 სექტემბერს, ევროპული კაფე-ტურის ფარგლებში, სლოვაკმა და ქართველმა ექსპერტებმა დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს. შეხვედრები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურზმი, სოციალური ეკონომიკია და რეგიონული განვითარება, სლოვაკეთის ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებები და არსებული გამოწვევები, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის თანმხლები სირთულეები და ახალი შესაძლებლობები. 

 

საჯარო განხილვებში, ექსპერტის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) გამგეობის თავმჯდომარემ მიხეილ მირზიაშვილმა. მან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა და დამსწრეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

ევროპული კაფე-ტური დასავლეთ საქართველოში გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 

შეხვედრების ამსახველი ფოტო იხილეთ ბმულებზე 1  2  

23-09-2016