განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) მოკლევადიანი დამკვირვებლებისთვის სასწავლო ტრენინგებს მართავს

5-7 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოსამზადებლად, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი მოკლევადიან დამკვირვებელთა ტრენინგებს ახორციელებს საქართველოს 10-ივე რეგიონის წარმომადგენელთათვის. 

 

5 ოქტომბერს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, CDD-ის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხულ ქემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენელთათვის გაიმართა სასწავლო ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს დამკვირვებელთა საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებულობას და მათი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას. 

 

ტრენინგები აგრეთვე გაიმართა თბილისის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რაიონის წარმომადგენელთათვის.

 

6-7 ოქტომბერს ტრენინგები განხორციელედება ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და სამეგრელო ზემო სვანეთის წარმომადგენელთათვის.

 

ტრენინგები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არჩევნების პრინვიპები, საკანონმდებლო სიახლეები, არჩევნებში ჩართულ მხარეთა უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, საარჩევნო დავები, დაკვირვების მეთოდოლოგია და სხვა.

 

ტრენინგებს უძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტრენერ-ექსპერტები ლაშა მელაძე და მარინა ბენდელიანი, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ტრენინგების (OSCE/ODIHR) ორგანიზებისა და ჩატარების, არჩევნების სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელობის. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სახელმძღვანელოები.

 

ტრენინგის დასასრულს დამკვირვებელებმა ქცევის კოდექს მოაწერეს ხელი.

 

CDD საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებს 200 კაციანი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება. სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღის პროცესს (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამება) და არჩევნების შემდგომ პერიოდს. მისია ასევე აკვირდება გამონაკლის შემთხვევაში საარჩევნო უბნების შექმნის პროცესს და შექმნილ/მიმაგრებულ უბნებზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას.

 

სადამკვირვებლო მისია - 2016 ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით.

 

იხილეთ ტრენინგების ფოტო

5-10-2016