საარჩევნო მედიაცენტრი 2016

საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს საარჩევნო მედიაცენტრი იმუშავებს, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარე ევროპის სახლშია განთავსებული და უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი.

 

მედიაცენტრში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები მათ მიერ არჩევნებზე დაკვირკვების პროცესის შედეგებს წარმოადგენენ, ასევე მედიას საშუალება მიეცემა ერთ ცენტრში მიიღოს ინფორმაცია, დაამუშაოს და მაყურებელს მიაწოდოს. არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაცენტრში დასკვნებს 8 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში სპეციალური განრიგი მიხედვით წარმოადგენენ.

 

საარჩევნო მედიაცენტრში 8-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული, მათი მონაწილეობით არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება.

 

მედიაცენტრი ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

 

6-10-2016