საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდმარე ქეთევან ჩაჩავა.
ცესკოს წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორმა და მედიამ სამომავლო ურთიერთობის ფორმატსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ ასეთი შეხვედრების ორგანიზებით, ცესკო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქმნის ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ დაეხმარება საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის მიზნებისა და მიმართულებების განსაზღვრაში.