პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული წინასაარჩევნო მდგომარეობის მონიტორინგი

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული წინასაარჩევნო მდგომარეობისა და ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფორმირების მონიტორინგი განახორციელა.

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია გახსნილი. მათ შორის: N9 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N8 დაწესებულებაში (ორი უბანი); N16 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი ); N17 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N5 და N6 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N15 და N19 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N14 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N2 დაწესებულებაში (ერთი უბანი) და N3 დაწესებულებაში (ერთი უბანი).

 

30 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფორმირება კენჭისყრის პროცედურების, საარჩევნო სუბიექტებისა და მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების შესახებ. პენიტენციური დაწესებულებებისა და მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფორმირებისთვის თვალსაჩინო ადგილას იქნა გამოკრული საარჩევნო სუბიექტების ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები/საარჩევნო პლაკატები, რამოდენიმე დაწესებულებაში განხორციელდა ბუკლეტების გავრცელება. არჩევნებისათვის რეგისტრირებული 25 საარჩევნო სუბიექტიდან მხოლოდ 10-მდე სუბიექტმა მიაწოდა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს სათანადო მასალა, უზრუნველყოფილ იქნა საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარი პირობები. მონიტორინგის პროცესში დაფიქსირდა მსჯავრდებულის სპეციალურ სიაში გამორჩენის ფაქტი, რაზეც შესაბამისმა პენიტენციურმა დაწესებულებამ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 

დამატებით სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში არიან და მსჯავრდებულთა ნაწილი ხმას მისცემენ გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმაგრებულ 11 საარჩევნო უბანზე.

 

პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ საარჩევნო უბნებს გადაეცათ ყველა საჭირო მასალა და საარჩევნო დოკუმენტაცია. იქ არსებული განსაკუთრებული რეჟიმიდან გამომდინარე საარჩევნო უბნის მოწყობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

 

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, პენიტენციურ დაწესებულებებში სააგიტაციო მასალების განთავსების წესის შესრულების მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 27 სექტემბრის N01-131 ბრძანების საფუძველზე №57/2012 განკარგულების შესაბამისად შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრთან (CDD) ერთად, სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ცესკოს წევრები შედიან. 

7-10-2016