CDD-ის სადამკვირვებლო მისიის დაკვირვებით 10:30 საათისათვის, კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს.
უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების პერიოდში, CDD-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირდა მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები: წილისყრის პროცედურის არათანმიმდევრული განხორციელება, კენჭისყრის პროცესის დაგვიანებით დაწყება, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება, მარკირების პროცედურის არასათანადოდ წარმართვა.
CDD-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულია პროცედურული ხასიათის დარღვევები, მათ შორის:
სადამკვირვებლო მისიის მიერ საარჩევნო უბნების გახსნის საერთო შეფასება: ძალიან კარგი (28%); კარგი (68%); საშუალო ან ცუდი (4 %)
გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩეველს, გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73-ვე საარჩევნო ოლქში 200 კაციანი სადამკვირევბლო მისიით აკვირდება და მოიცავს საუბნო, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს. CDD წინასაარჩევნო, კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი და უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას აკვირდება.
CDD არჩევნების დღეს, სრულად ფარავს საქართველოს ტერიტორიაზე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ 11-ვე საარჩევნო უბანს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უბნებს, სადაც იგეგმება სპეც. უბნების შედეგების დათვლა. ასევე, საარჩევნო უბნებს, სადაც სპეციალური სიების მეშვეობით მიმაგრებული არიან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32–ე მუხლით გათვალისწინებული პირები.
CDD-ში ფუნქციონირებს არჩევნების დღის ცხელი ხაზი (790 333 111), რომლის მეშვეობით, მოქალაქეებს, შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: არჩილ ყანჩაველი
იხილეთ ბრიფინგი