CDD ავღანეთში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამებას დააკვირდა

 

CDD-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი არჩილ ყანჩაველი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ავღანეთიდან ჩამოტანილი საარჩევნო ყუთების გახსნას და ხმების დათვლის პროცესს დაესწრო.

 

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის კენჭისყრის პროცესი 5 ოქტომბერს ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნებზე ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს ხოლო II ქვეითი ბრიგადის ასეულმა მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე" გახსნილ საარჩევნო უბანზე. ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულის სამხედროებმა პარლამენტის არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებეს მონაწილეობა.

 

დალუქული საარჩევნო ყუთები საქართველოში საარჩევნო კომისიის სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის თანხლებით ჩამოვიდა. კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი წარიმართა ხმის დათვლის ზოგადი წესის დაცვით, ორგანიზებულად და ხარვეზების გარეშე. ცესკომ სხდომაზე ავღანეთში ჩატარებული პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა.

8-10-2016