განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73-ვე საარჩევნო ოლქში დააკვირდა. CDD-ს სადამკვირვებლო მისია 200 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, მათ შორის 10 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებულნი იყვნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში და აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავდა: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას.
მისია ასევე სრულად დააკვირდა საქართველოს ტერიტორიაზე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ 11-ვე საარჩევნო უბანს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საარჩევნო უბნებს, სადაც განხორციელდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების დათვლა. დაკვირვება განხორციელდა ასევე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც სპეციალური სიების მეშვეობით მიმაგრებულნი იყვნენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლით პუნქტით გათვალისწინებული სპეც სიაში შეყვანილი პირები.
CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ორგანიზებულად ჩაიარა. საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა.
CDD-ს დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს დააფიქსირეს შემდეგი პროცედურული ხასიათის დარღვევები:
საარჩვნო უბნის გახსნა
ხმის მიცემის პროცედურა:
უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილი ჰქონდა აგიტაციისა და „ოჯახური“ ხმის მიცემის ფაქტებს საარჩევნო უბნებზე; ახალქალაქის N46.40.40 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამკვირვებელხე ზეწოლას და უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელის შეშლას. ერთ-ერთი კომისიის წევრი სომხურ ენაზე აწარმოებდა აგიტაციას. CDD-ის დამკვირვებელის მიერ შედგენილ იქნა საჩივარი რომლის მიღებაზეც კომისიამ უარი განაცხადა.
საარჩევნო უბნის დახურვა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება
20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა. ამომრჩეველთა საშუალო აქტივობის გამო საარჩევნო უბნების უმეტესობამ დროულად განახორციელა ხმის დათვლის პროცედურა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება და საარჩევნო დოკუმენტაციის ოლქისათვის წარდგენა. თუმცა იყო შემთხევები როდესაც საარჩევნო უბნებზე ხანგრძლივად გაჭიანურდა ხმების დათვლის პროცესი, უმეტესად კი თბილისში განთავსებულ საარჩევნო უბნებში, სადაც გამთენიამდე მიმდინარეობდა ხმების დათვლა. შეიიმჩნეოდა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის არაორგანიზებულობა და კომპეტენციის სიმცირე.
დაფიქსირდა მცირედი ხარვეზები: ბიულეტენების თვლის პროცედურის წესების დარღვევის - 3 შემთხვევა, დოკუმენტაციის არასათანადო დალუქვის - 4 შემთხვევა, შემაჯამებელი ოქმის არასრულფასოვნად შევსების - 30-მდე შემთხვევა; შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის (მიღებული და ბათილი ბიულეტენების ჯამი) და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას შორის შეუსაბამობის - 16 შემთხვევა.
აჭარაში დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების გაცემის დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევები. ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლებს არ დაუქსეროქსეს ოქმი ან რიგ შემთხვევაში არ დაუმოწმეს სათანადო წესით.
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, კომისიის წევრის გამოუცხადებლობა, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა და სხვა. აგრეთვე:
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებიდან ყველა საარჩევნო დოკუმენტაცია შესაბამისი პროცედურის დაცვით მიეწოდა მიმაგრებულ უბნებს, სადაც განხორციელდა შედეგების დათვლა და შეჯამება.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ეგრეთ წოდებული "კოორდინატორების" მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე (წყალტუბოს 57.58.10 უბანზე)., რომლებიც "ჟურნალში" კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა კვლავაც შესამჩნევი იყო, ეს უკანასკნელი კი არაპირდაირი აგიტაციის განხორციელების საშუალებაა, რაც ჩვენი შეხედულებით ზრდის საარჩევნო სუბიექტებს შორის პროვოცირებისა და დაპირისპირების რისკს.
მარნეულის N36.22.48, ბათუმის N69.79.01 და ქუთაისი N49.59.90 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტებს, თუმცა, მსგავსი სახის ინციდენტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი არ შეუფერხებია. აღნიშნულთან დაკავშრებით "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა" მოუწოდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და მიეცათ საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა, კანონიერი შედეგების უზრუნველსაყოფად.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში უცნობი პირების მიერ ორი საარჩევნო უბნის დარბევა, რომლებიც აჯამებდნენ კენჭისყრის შედეგებს. კომისიის წევრებს ძალადობით ჩამოართვეს ტელეფონი და მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. მსგავსი მოქმედებები საფრთხეს უქმნის კენჭისყრის პროცესის კანონიერ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ეს უკანასკნელი კი უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო გარემოზე და აზარალებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ძალადობრივი ქმედებების ეფექტური გამოძიება, დროულად მოახდინონ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათთვის უმკაცრესი პასუხისმგებლობის დაკისრება.
CDD-ის ცხელი ხაზზე (790 333 111) განხორციელდა 30-მდე სატელეფონო შეტყობინება კენჭისყრის პროცედურებისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევებთან დაკავშრებით, რაზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა ადგილზე მოახდინეს შესაბამისი რეაგირება.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით არჩევნების დღის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მთლიანობაში ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით ჩაიარა და შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად.