სასწავლო კურსი - ,,საქართველო და ევროკავშირი"

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მხარდაჭერით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრში დაიწყო მოკლე სასწავლო კურსი: „საქართველო და ევროკავშირი“.რომლის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე - მიხეილ მირზიაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი - ქეთევან ჩაჩავა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი - ვანო ჩხიკვაძე. 

 

კურსი გაგრძელდება 10-12 ოქტომბრამდე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია; ევროკავშირი და მისი ინსტრუმენტები; თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის; ასოცირების შეთანხმება; ასოცირების დღის წესრიგი-ეროვნული სამოქმედო გეგმა და სხვა.

 

სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ესწრებიან შემდეგი უწყებების წარმომადგენლები:  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის აპარატი, სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

სასწავლო კურსი ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ორგანიზებით და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მხარდაჭერით ხორციელდება. 

 

იხილეთ ფოტო კოლაჟი

 

10-10-2016