განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2016 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მე-2 ტურის მონიტორინგს განახორციელებს.
CDD-ის სადამკვირვებლო მისია 100 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორის 10 მობილური ჯგუფი. სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღის პროცესს (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამება) და არჩევნების შემდგომ პერიოდს.
მისია ასევე სრულად დააკვირდება საქართველოს ტერიტორიაზე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ საარჩევნო უბნებს, სადაც განხორციელდება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების დათვლა. დაკვირვება განხორციელდება ასევე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც სპეციალური სიების მეშვეობით მიმაგრებულნი არიან საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლით პუნქტით გათვალისწინებული სპეც სიაში შეყვანილი პირები.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგების შესახებ. ორგანიზაციის სათაო ოფისში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (790 333 111), სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტების, ამომრჩევლის მოსყიდვისა თუ საარჩევნო მიზნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევების, საარჩევნო კანონმდებლობისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევების შესახებ.