პროექტის "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" ანგარიში

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) პროექტთან "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" დაკავშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა. პროექტი, მიზნად ისახავდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერებისა და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის. შემაჯამებელ შეხვედრას ცესკოსა და სწავლების ცენტრის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კონკურსების ფარგლებში დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და სწავლების ცენტრს საგრანტო პროექტების განხორციელების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ ქმედითი მექანიზმების თაობაზე რომლებიც მომავალში საგრანტო კონკურსის გამჭვირვალეობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს.

 

ინფორმაცია ცესკოსთან არსებული სწავლების ცენტრის მიერ 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ფარგლებში საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

ინფორმაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ განხორციელებული პროექტის "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" შედეგებთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.

 

 

19-11-2016