შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე.

✔️️ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი ლაშა მელაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. CDD-ს წარმომადგენბელმა სინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამებში შშმ პირების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღბა, ასევე, ისაუბრა სამუშაო ჯგუფის მიერ ერთიანი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე.
გაფართოებული ფორმატით გამართული პირველი შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა, მან ცესკოს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე და დაგეგმილ საქმიანობებზე ისაუბრა. სამუშაო ჯგუფი ცესკოში 2012 წლიდან მუშაობს და მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაა.