საქართველო და ნატო

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სემინარი "საქართველო და ნატო". სემინარის მიზანი გახლდათ სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში მიმდინარე რეფორმების და მოდერნიზაციის პროცესის შესახებ სასულიერო პირების მაქსიმალური ინფორმირება.

 

სემინარი ბორჯომში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები, ნატოს ისტორია, ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და არსებული მექანიზმები, ასევე, ნატო-საქართველოს ერთობლივი პროგრამები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. სემინარში 40-მდე სასულიერო პირმა მიიღო მონაწილეობა. 

 

სემინარის დასკვნით სესიაზე მონაწილეებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მიმართა. შეხვედრაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ამ პროცესში ეკლესიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  

1-12-2016