შეხვედრა "მომავლის გოგონებთან"

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებელი (CDD) ქეთევან ჩაჩავა პროექტის "მომავლის გოგონები” მონაწილეებს შეხვდა. შეხვდაზე CDD-ს წარმომადგენელმა 14-18 წლის გოგონებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში გოგოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

პროექტი "მომავლის გოგონები” რამდენიმე კომპონენტისგან შდგება და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა ინტერაქტიულ აქტივობებში, იმუშაონ ჯგუფებში და მოისმინონ სესიები სხვადასხვა თემებზე, მათ შორის, პიროვნული განვითარება და ინტერპერსონალური კომუნიკაცია, კარიერის დაგეგმვა და განვითარება, რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის წერის ფორმები და სხვა. 

პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის მიერაა დაფინანსებული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

15-05-2017