CDD-ს თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა სტუმრად გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“

25 ივლისს, თოქ-შოუ “საჯარო პოლიტიკა” დაეთმო თემას - ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

 

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიმართ პრეტენზიები აქვს ოპოზიციას, არასაპარლამენტო ოპოზიცია ინტერფრაქციული ჯგუფის მოლაპარაკების ჩაშლას, საარჩევნო ადმინისტრაციების, ამომრჩეველთა სიებისა და დაფინანსების წესის უცვლელად დატოვებას აპროტეტებს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ძირითადი უთანხმოება პარტიების დაფინანსებას უკავშირდება. რატომ ჩაიშალა 18 პარტიასთან მიღწეული შეთანხმება და როგორი უნდა იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, როგორია პოლიტიკოსების და არასამთავრობო სექტორის პოზიცია აღნიშნულ თემებზე.

 

გადაცემის სტუმრები: გედევან ფოფხაძე - საპარლამენტო უმრავლესობა, ლევან ვეფხვაძე - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", მამუკა კაციტაძე - "ახალი მემარჯვენეების" გენერალური მდივანი, კახა კუკავა - "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია - "ქართული დასის" ლიდერი, ქეთევან ჩაჩავა - "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" თავმჯდომარე, ლელა ტალიური - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ანდრია ნადირაძე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".

 

26-07-2013