2013 წლის აგვისტო – სექტემბერში საქართველო აქტიურად ჩაერთვება გაეროსა და მისი პარტნიორების მიერ ინიცირებულ გლობალურ გამოკითხვაში მსოფლიოში მდგრადობის გაუმჯობესებისათვის – „ჩემი სამყარო / My World”. ამ გამოკითხვის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა თექვსმეტი წარმოდგენილი საკითხიდან აირჩიოს ექვსი – მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამით მონაწილეობა მიიღონ 2015 წლის შემდგომი გლობალური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში.
საქართველოში გამოკითხვის ორგანიზატორია გაეროს წარმომადგენლობა, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან და მთავრობასთან თანამშრომლობით.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნულ ინიციატივას და ერთვება საინფორმაციო კამანიაში, ვინაიდან გვჯერა რომ შეგროვებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს არა მხოლოდ გლობალური განვითარების გეგმის ჩამოყალიბებას, არამედ ადგილობრივ დონეზე, ეროვნული განვითარების სტრატეგიის მომზადებას.
194 ქვეყანამ უკვე მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში ვებ – გვერდის: www.myworld2015.org საშუალებით, ეხლა ჩვენი ჯერია!