საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდმარე ქეთევან ჩაჩავა.
რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა კენჭისყრისდღის პროცედურების შესახებ სასწავლო და ტესტირების პროგრამა წარადგინა.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრები საარცევნო ადმინისტრაციას, მედიასა და არასამთავრობო სექტორთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ორ კვირაში ერთხელ იმართება. ცესკო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) მჭიდრო თანამშრომლობით, ზემოაღნიშნული შეხვედრების ორგანიზებით ქმნის ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ ეხმარება საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის მიზნებისა და მიმართულებების განსაზღვრაში, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დადებითად აფასებს ზემოთხსენებულ ინიციატივას და სიამოვნებით იღებს მონაწილეობას აღნიშნული ფორმატით მუშაობაში.