შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში

16 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მის მოადგილეები-თენგიზ შერგელაშვილსა და შოთა მურღულია შეხვდნენ  ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.  შეხვედრას, დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა. 


შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც რეგიონებში ხორციელდება და ამ პროგრამების შესაბამისობის შესახებ საარჩევნო კანონმდებლობასთან. საუბარი, ძირითადად, შეეხებოდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს.

 

 

 

16-08-2013