CDD – ს რეგიონული კოორდინატორების შესარჩევი კონკურსი

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ძლიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის", პროექტის განხორციელების არსს, მიზანსა და ამოცანას წარმოადგენს "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD):

 

  • საქართველოს 10 რეგიონში ორგანიზაციის წარმომადგენლობის გაძლიერება;
  • რეგიონულ მედია საშუალებებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ორგანიზაციის ცნობადობის გაუმჯობესება რეგიონებში;
  • ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორების, დამკვირვებელთა და მოხალისეთა ქსელის წევრთა, ასევე, სათაო ოფისის თანამშრომელთა კვალიფიკაციების ამაღლება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

 

CDD აცხადებს რეგიონული კოორდინატორების შესარჩევ კონკურსს საქართველოს ათ რეგიონში:

  • სამეგრელო
  • იმერეთი
  • ქვემო ქართლი
  • შიდა ქართლი
  • აჭარა
  • გურია
  • კახეთი
  • სამცხე-ჯავახეთი
  • მცხეთა-მთიანეთი
  • რაჭა - ლეჩხუმი.

 

CDD-სათვის საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, პრიორიტეტულია საკუთარი წარმომადგენლობის მაქსიმალურად გაზრდა და გაძლიერება საქართველოს რეგიონებში. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია მათთან კომუნიკაციის საშუალებების გაუმჯობესება, ადამიანური რესურსის განვითარება - კვალიფიკაციების ამაღლება, ხელშეწყობისა და წახალისების მექანიზმების დანერგვა. შერჩეული რეგიონული კოორდინატორობის კანდიდატებისათვის სექტემბრის თვეში ჩატარდება ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ორგანიზაციის პრინციპებს, სამომავლო გეგმებს, პროექტებსა და სტრატეგიულ ხედვას.

 

შერჩეული რეგიონული კოორდონატორები ჩაერთვებიან ორგანიზაციის მიმდინარე გაძლიერდეს ორგანიზაციის წარმომადგენლობა და რეგიონული წარმომადგენლის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

 

რეგიონული კოორდინატორების ანაზღაურება იქნება პროგრამული სახის, ვინაიდან ამ ეტაპისათვის აღნიშნული პოზიცია არ არის სრული განაკვეთით დატვირთული შესაძლებელი და სასურველია რეგიონული კოორდინატორობის მსურველი იყოს ჩართული რომელიმე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის ამ მედია საშუალების მუშაობაში.

 

სასურველია რეგიონული კოორდინატორი იყოს: ენერგიული, მოტივირებული და სამოქალაქო/არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილებით.


დამატებითი ინფორმაცია CDD-ის, მისი პრიორიტეტების, სტრუქტურის, პარტნიორებისა და საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილეთ აღნიშნულ ვებ გვერდზე ან Facebook გვერდზე: CDD

 

დაინტერესებულ პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი და მოტივაცია ჩაერთონ ორგანიზაციის საქმიანობაში, შევსებული სააპლიკაციო ფორმა, უნდა მოგვაწოდონ ელ-ფოსტის საშუალებით მისამართზე: info@CDD.ge (წერილის სათაურში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული "რეგიონული კოორდინატორის შესარჩევი კონკურსი"), 2013 წლის 7 სექტემბრის, 12:00 საათამდე.

 

გისურვებთ წარმატებებს!

26-08-2013