11 სექტემბერს, სასტუმრო რედისონში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით, გაიმარართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. შეხვედრას დაესწრო განვიტარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
სერვისების განვითარების სააგენტომ დაიწყო აქტიური მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობის (2014 წლის) არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა ზუსტი სიის ფორმირებისათვის. ამომრჩეველთა ერთიან, ახალ სიაში მაქსიმალურად იქნება გამორიცხული გაორებები, გარდაცვლილ პირთა ჩანაწერები და სხვა ტიპის უზუსტობები. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან სამადაშვილმა აღნიშნული პროექტის არსის, საჭიროებისა და მნიშვნელობის თაობაზე დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერის არჩევნებისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაევალა. აღნიშნული პროცედურა ფოტოსურათიანი საარჩევნო სიის ფირმირებას გულისხმობს.
ამომრჩველთა რეგისტრაცია 2013 წლის დეკემბრიდან დაიწყება და 2014 წლის მაისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია სპეციალური სარეგისტრაციო მოწმობილობების გამოყენებით განხორციელდება (პორტატული კომპიუტერი, ხელმოწერის აპარატი, ვებ კამერა და სხვა).
ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის საქართველოს მასშტაბით არაერთ დასახლებულ პუნქტში, სოფელში და ქალაქში გაიხსნება ცენტრები, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა.