საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 11 სექტემბერს გამართულ სხდომაზე კომისიის ექვსმა წევრმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან თამარ ჟვანია აირჩია.

 

თამარ ჟვანიას კანდიდატურას, საქართველოს პრეზიდენტთან 14 ადგილობრივმა სადამკრივებლო ორგანიზაციამ, მათ შორის განვიტარებისა და დემოკრატიის ცენტრმა  გაუწია რეკომენდაცია. მიხეილ სააკაშვილმა კი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები: თამარ ჟვანია, მანუჩარ გამყრელიძე და კონსტანტინე ამირაჯიბი 9 სექტემბერს წარუდგინა. ცესკოს სხდომაზე გამართული კენჭისყრა იყო ფარული, რომელშიც ცესკოში პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მიიღეს მონაწილეობა (საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, - გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა).

12-09-2013