მიიღე მონაწილეობა ფოტო, ვიდეო და სლოგამნების კონკურსებში „გადაწყვეტილება შენზეა!“

ფოტო, ვიდეო კლიპებისა და სლოგანების  კონკურსები „გადაწყვეტილება შენზეა!“ტარდება პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, ევროპის საბჭოსთან  (CoE) თანამშრომლობითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.


კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ 26 წლამდე ახალგაზრდებს 2013 წლის 5  სექტემბრიდან – 1 ნოემბრამდე.

 

ვიდეო კლიპების კონკურსი „გადაწყვეტილება შენზეა!“


ვიდეო კლიპების კონკურსის ძირითადი მიზანია ახალგაზრედის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, კერძოდ ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის მოტივაციის გაზრდა. 

 

ვიდეო კლიპების კონკურსში მონაწილეობის წესები: 
• ვიდეო კლიპის გადაღება  შეგიძლიათ ვიდეოკამერით, ფოტო აპარატით ან მობილური ტელეფონით
• ვიდეო კლიპისთვის შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი ფორმა (მოკლე ფილმი, ინტერვიუ, ანიმაცია, სკეტჩი და ა.შ)
• ვიდეო კლიპების  ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს
• გადაღებული კლიპი ატვირთეთ Youtube-ზე, სათაურში მიუთითეთ „გადაწყვეტილება შენზეა!“
• გამოაგზავნეთ თქვენი ვიდეო კლიპის  ბმული (link) ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: info@CDD.ge
წერილში აუცილებლად მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია: o თქვენი სახელი, გვარი; o ასაკი; o საცხოვრებელი ადგილის მისამართი; o მობილური ტელეფონის ნომერი; o ელ–ფოსტის მისამართი; o თქვენს მიერ გადაღებული ვიდეო კლიპის ბმული (link) Youtube-ზე.
• გამოგზავნილი ვიდეო კლიპები განთავსდება პროექტის Facebook გვერდზე: Decision is Your - გადაწყვეტილება შენზეა  
• ვიდეო კლიპების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 1 ნოემბერი. 


სლოგანების კონკურსი „გადაწყვეტილება შენზეა!“


კონკურსზე წარმოდგენილ სლოგანებში უნდა იყოს მოწოდებები: ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისკენ, ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობისაკენ, საკუთარი აზრის დაფიქსირების აუცილებლობისაკენ, აქტიური მოქალაქეობის წახალისებისა და ზოგადად არჩევნების მნიშვნელობისაკენ.


სლოგანების კონკურსში მონაწილეობის წესები:
o გამოაგზავნეთ თქვენს მიერ შექმნილი სლოგანი ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: info@CDD.ge
წერილში აუცილებლად მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია: • თქვენი სახელი, გვარი; • ასაკი; • საცხოვრებელი ადგილის მისამართი; • მობილური ტელეფონის ნომერი; • ელ–ფოსტის მისამართი.
• სლოგანები, რომლებიც  არ შეესაბამება კონკურსის თემატიკას, არ განთავსდება  პროექტის Facebook გვერდზე.
o სლოგანების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 1 ნოემბერი. 

 

ფოტო კონკურსი „გადაწყვეტილება შენზეა!“


ფოტო კონკურსის თემატიკა:
• ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა
• ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის მოტივაციის გაზრდა 
• აქტიური მოქალაქეობა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის მნიშვნელობა
• არჩევნების როლი და მნიშვნელობა
ფოტო კონკურსში მონაწილეობის წესები:
• გამოაგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტო ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: info@CDD.ge
წერილში აუცილებლად მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:  • თქვენი სახელი, გვარი; • ასაკი; • საცხოვრებელი ადგილის მისამართი; • მობილური ტელეფონის ნომერი; • ელ–ფოსტის მისამართი.
• თქვენს მიერ გამოგზავნილი ფოტოები განთავსდება პროექტის Facebook გვერდზე: Decision is Your - გადაწყვეტილება შენზეა 
• ინტერნეტიდან აღებული ფოტოები (პლაგიატის შემთხვევები) არ დაჯილდოვდება
• ფოტოები, რომლებიც  არ შეესაბამება კონკურსის თემატიკას, არ განთავსდება პროექტის Facebook გვერდზე.

• ფოტოების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 1 ნოემბერი. 

 

კონკურსების გამარჯვებულების შერჩევა და დაჯილდოება


• თითოეული კონკურსის სამი გამარჯვებულიდან – ორი გამოვლინდება პროექტის Facebook გვერდზე  „LIKE”–ის რაოდენობის მიხედვით, ხოლო ერთს შეარჩევს პროექტის ჟიური;
• გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებითა და სერთიფიკატებით პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 2013 წლის ნოემბერში.

 

შემოგვიერთდით დღესვე!


Facebook: Decision is Yours - გადაწყვეტილება შენზეა

6-09-2013