„დამკვირვებლის ქცევის კოდექსი“ შემუშავდა, რათა უზრუნველყოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ყველა წევრის მაღალი პროფესიონალური და პირადი სტანდარტების შესაბამისად მოქცევა, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლს შეესაბამება. „დამკვირვებლის ქცევის კოდექსი“ სავალდებულოა „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) ყველა დამკვირვებლისთვის. აღნიშნული კოდექსის ნებისმიერი სერიოზული დარღვევა სადამკვირვებლო აკრედიტაციის გაუქმებას გამოიწვევს.