გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიის გაფართოვებული სხდომა

1 აგვიტოს, გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიის გაფართოვებული სხდომა. მასზე  განხილული იქნა რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა და დარღვევებისა, რომელიც დაფიქსირებული იქნა პოლიტიკური პარტიების,  ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ. 
 
უწყებათშორისი კომისიის გაფართოვებული სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სახელით შეხვედრას ესწრებოდა ორგანიზაციის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა, რომელმაც წარადგინა ორგანიზაციის რეკომენდაციები წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის და CDD–ს მიმართვა უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს.

 

საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ  საქმიანობა 1 ივლისს განაახლა. 17 ივლისს კომისიამ პირველი სხდომა გამართა, სადაც პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები  და მედიით გავრცელებული ფაქტები განიხილა. (კასპის უშიშროების ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელის, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის და ადგილობრივი გამგებლის მხრიდან კასპის საჯარო სკოლის დირექტორებზე ზეწოლის; რესპუბლიკური პარტიის გორის ორგანიზაციის წევრზე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ანგარიშწორებისა და მუქარის შემთხვევები; ქუთაისში ვიცე-მერების სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით თანამდებობიდან განთავისუფლების საქმეები).
 

1-08-2013