"მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილება არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე იმგვარად უნდა გამოიყენოს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამომრჩევლების აქტიურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და უზრუნველყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების შესაძლებლობა."
2013 წლის 23 ივნისს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლებმა – შორენა ჯაფარიძემ და მარიამ ალუღიშვილმა OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიის მოკლევადიანი დამკვირვებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს ალბანეთის რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროცესში.
7 ივნისს, ევროპის საბჭოს პროგრამა „ 2012 წლის (საპარლამენტო), 2013 წლის (საპრეზიდენტო) და 2014 წლის (ადგილობრივი) არჩევნებისთვის“ ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „პარტიების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის რეფორმა საქართველოში“.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)–ს სადამკვირვებლო მისიის წევრების შეფასებით 20:00 საათისათვის სამივე საარჩევნო ოლქში საარჩვენო პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში. ამ დროისათვის პროცესის მიმდინარეობა, დაფიქსირებული რიგი მცირე დარღვევების მიუხედავარ, მისიის მიერ შეფასდა დადებითად.