განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ახალი პროექტი “გადაწყვეტილება შენზეა” დაიწყო. 1-3 სექტემბერს CDD-ის გუნდი 25 ახალგაზრდას არჩევნებისა და ხმის მნიშვნელობის შესახებ ტრენინგს ჩაუტარებს. სემინარის ფარგლებში უფროსკლასელები და სტუდენტები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ თემებზე:

 

- რას ნიშნავს აქტიური მოქალაქეობა

- მოქალაქის უფლება – მოვალეობანი

- თანასწორობის პოლიტიკა (გენდერი, ეთნიკური უმცირესობები ა.შ.)

- პოლიტიკური მონაწილეობა

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

- არჩევნების მნიშვნელობა

- არჩევნების საერთაშორისო პრინციპები

- საკანონმდებლო ბაზა და სხვ.

 

ტრენინგის ბოლოს, მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, ახალგაზრდები თავად შეიმუშავებენ საინფორმაციო კამპანიის კონცეფცია, რომელსიც შემდგომში სამეგრელოს 5 ქალაქში (აბაშა, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, ხობი) განხორციელდება.

 

პროექტს “გადაწყვეტილება შენზეა” CDD საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

1-09-2017

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

 

29-08-2017

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი ხობისა და ფოთის ეპარქიას ეწვია. ვიზიტი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო და რამდენიმე შეხვედრას მოიცავდა.

28-06-2017


განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.  

მრავალწლიანი მუშაობის, დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად, ნათლად გამოიკვეთა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის აუცილებელი რიგი პროცედურული საკითხების დახვეწის აუცილებლობა, რაც არაერთხელ იქნა აღნიშნული CDD-ის მიერ განხორციელებული სადამკვირვებლო მისიების (2014- 2016) ანგარიშებში.

 

 

მიგვაჩნია, რომ მოახლოებული 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა კვლავაც აქტუალურია, რაც მოითხოვს ღია დისკუსიების წარმართვას, საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეთა მაქსიმალურ ჩართულობას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ეფექტიან კონსენსუსს. 

 

CDD-2017.pdf

26-06-2017

CDD - ს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელების პირველი ნაკადის ტრენინგი დასრულებულია. CDD-სა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის კვალიფიციურმა ტრენერებმა პოლიტიკური პარტიების ის წარმომადგენლები გადაამზადეს, რომლებიც პარტიებს ქალაქ სენაკში წარმოადგენენ. 

19-06-2017

მაღალი დონის შეხვედრები ევროპულ ინსტიტუციებსა და ნატოში, მოლაპარაკებების შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ბრიუსელში ვიზიტის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გამართა.

30-05-2017

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ, მიხეილ მირზიაშვილმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეების დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის თემაზე. 

24-05-2017

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებელი (CDD) ქეთევან ჩაჩავა პროექტის "მომავლის გოგონები” მონაწილეებს შეხვდა. შეხვდაზე CDD-ს წარმომადგენელმა 14-18 წლის გოგონებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში გოგოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

15-05-2017

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლები, სომხეთში რეგიონული კონფერენციში იღებენ მონაწილეობას.

8-05-2017

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) გუნდმა “მოხალისეობის გამოფენა 2017” - ში მიიღო მონაწილეობა. CDD-ს წარმომადგენლებმა გამოფენაზე მოსულ ახალგაზრდებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ უამბეს და სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზეს. 

28-04-2017

უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 38წინ