საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას კანდიდატურის წარადგენს შესახებ
2013 წლის 24 ივლისს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც 14 722 700 ლარით გაიზარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი. საიდანაც 13 554 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს, კვირა დღეს გაიმართება - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილება არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე იმგვარად უნდა გამოიყენოს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამომრჩევლების აქტიურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და უზრუნველყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების შესაძლებლობა."
2013 წლის 23 ივნისს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლებმა – შორენა ჯაფარიძემ და მარიამ ალუღიშვილმა OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიის მოკლევადიანი დამკვირვებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს ალბანეთის რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროცესში.