„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტის ციკლის შესახებ ტრენინგში, რომელიც გაიმართა 16 – 19 ივლისს, „ევროპის სახლში“ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის - ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) მხარდაჭერით.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში იქნა გატარებული (რეგ. განკარგულება №194 16.07.2013) როგორც 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაცია.
პროექტის დასახელება: ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში
პროექტის ხორციელდება: ევროპის საბჭოსთან (CoE) თანამშრომლობითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი – ნოემბერი, 2013 წელი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდმარე ქეთევან ჩაჩავა.
ამერიკის შეერთებული შტატების 237 – ე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აშშ–ს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძებას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს, კვირა დღეს გაიმართება - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილება არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე იმგვარად უნდა გამოიყენოს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამომრჩევლების აქტიურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და უზრუნველყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების შესაძლებლობა."
2013 წლის 23 ივნისს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლებმა – შორენა ჯაფარიძემ და მარიამ ალუღიშვილმა OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიის მოკლევადიანი დამკვირვებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს ალბანეთის რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროცესში.
21 ივნისს, სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ”-ში კომპანია ”Scytl” გაიმართა შეხვედრა ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებთან და წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია თემაზე: ”Scytl-ის საარჩევნო მოდერნიზაციის გადაწყვეტილებები საარჩევნო ბიულეტენების სკანირების, ხმის დათვლისა და გადაცემის ტექნოლოგიებთან მიმართებაში.”
ათასობით მოხალისე, სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, უნივერსიტეტებისა და სკოლების, ბიზნეს კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაგენლებმა მიიღეს მონაწილეობა 16 ივნისს ჩატარებულ დასუფთავების ეროვნული აქციაში. მასშტაბურმა გარემოს დაცვითმა კამპანიამ მოიცავა თბილისი და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) შეუერთდა დასუფთავების აქციას. ორგანიზაციის რეგიონალურმა წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების აქციებში.