განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი ახორციელებს პროექტს „არჩევანი შენზეა–2013!“. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცხოვრების ჯანსაღი წესის და მანვე  ჩვევების აქტუალური საკითხების შესახებ რეგულარული გამოკითხვები. ეწვიეთ პროექტის ვებ–გვერდს: www.geoyouth.ge და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია.

15-06-2013

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლები, მონაწილებას მიიღებენ OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიაში და განახორციელებენ 2013 წლის 23 ივნისს ალბანეთის რესპუბლიკაში დანიშნული საპარლამენტი არჩევნების მონიტორინგს, მოკლევადიანი დამკვირვებლის სტატუსით.

15-06-2013

2013 წლის, 12 ივნისს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავამ მონაწილეობა მიიღო ეროვნული კონფერენციაში „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით ფართო საზოგადოების ინფორმირება ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

13-06-2013

7 ივნისს, ევროპის საბჭოს პროგრამა „ 2012 წლის (საპარლამენტო), 2013 წლის (საპრეზიდენტო) და 2014 წლის (ადგილობრივი) არჩევნებისთვის“ ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „პარტიების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის რეფორმა საქართველოში“.

7-06-2013

პროექტის დასახელება: არჩევანი შენზეა – 2013 

პროექტის ხორციელდება: საქართველოში აივ პრევენციის პროექტის ფარგლებში. RTI International–სა და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)–ის ფინანსური მხარდაჭერით. 

პროექტის ხანგრძლივობა: მაისი – დეკემბერი, 2013 წელი.

30-05-2013

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარეს – ქეთევან ჩაჩავას BRIDGE ფასილიტატორის მოსამზადებელი კურსის წარმატებით დასრულების შედეგად, მიენიჭა BRIDGE-ის ნახევრად აკრედიტებული ფასილიტატორის სერტიფიკატი, რომელიც მას საშუალებას ანიჭებს მონაწილეობა მიიღონ BRIDGE-ის მოდულების ჩატარებაში.

25-05-2013

2013 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

25-05-2013

განხორციელდა პროექტ “აქტიურ მოქალაქეთა სკოლა II“–ის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც პროექტში ჩართული ახალგაზრდებიდან შეირჩა რვა ყველაზე აქტიური მონაწილე და 2013 წლის, 13 – 18 მაისს, გაემგზავრნენ ესტონეთში, შემსწავლელ ვიზიტზე.

18-05-2013

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (აიდაჰო), რომელიც ოფიციალურად აღიარებულია ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ. აღნიშნული დღე მსოფლიოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკისა და სტიგმატიზების წინააღმდეგ პროტესტის ფორმას წარმოადგენს.

17-05-2013

გაიმართა ინტერფრაქციული ჯგუფის რიგით მე–5 სხდომა. განხილული იქნა ცვლილებების პაკეტი ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ იქნა წამორდგენილი რიგი მოსაზრებები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და კონტროლის მექანიზმების შესახებ.

8-05-2013