2013 წლის 23 ივნისს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლებმა – შორენა ჯაფარიძემ და მარიამ ალუღიშვილმა OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიის მოკლევადიანი დამკვირვებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს ალბანეთის რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროცესში.

2-07-2013

21 ივნისს, სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ”-ში კომპანია ”Scytl” გაიმართა შეხვედრა ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებთან და წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია  თემაზე:  ”Scytl-ის საარჩევნო მოდერნიზაციის გადაწყვეტილებები საარჩევნო ბიულეტენების სკანირების, ხმის დათვლისა და გადაცემის ტექნოლოგიებთან მიმართებაში.” 

21-06-2013

ათასობით მოხალისე, სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, უნივერსიტეტებისა და სკოლების, ბიზნეს კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაგენლებმა მიიღეს მონაწილეობა 16 ივნისს ჩატარებულ დასუფთავების ეროვნული აქციაში. მასშტაბურმა გარემოს დაცვითმა კამპანიამ მოიცავა თბილისი და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) შეუერთდა დასუფთავების აქციას. ორგანიზაციის რეგიონალურმა წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს   დასუფთავების აქციებში. 

16-06-2013

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი ახორციელებს პროექტს „არჩევანი შენზეა–2013!“. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცხოვრების ჯანსაღი წესის და მანვე  ჩვევების აქტუალური საკითხების შესახებ რეგულარული გამოკითხვები. ეწვიეთ პროექტის ვებ–გვერდს: www.geoyouth.ge და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია.

15-06-2013

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლები, მონაწილებას მიიღებენ OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიაში და განახორციელებენ 2013 წლის 23 ივნისს ალბანეთის რესპუბლიკაში დანიშნული საპარლამენტი არჩევნების მონიტორინგს, მოკლევადიანი დამკვირვებლის სტატუსით.

15-06-2013

2013 წლის, 12 ივნისს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავამ მონაწილეობა მიიღო ეროვნული კონფერენციაში „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით ფართო საზოგადოების ინფორმირება ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

13-06-2013

7 ივნისს, ევროპის საბჭოს პროგრამა „ 2012 წლის (საპარლამენტო), 2013 წლის (საპრეზიდენტო) და 2014 წლის (ადგილობრივი) არჩევნებისთვის“ ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „პარტიების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის რეფორმა საქართველოში“.

7-06-2013

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარეს – ქეთევან ჩაჩავას BRIDGE ფასილიტატორის მოსამზადებელი კურსის წარმატებით დასრულების შედეგად, მიენიჭა BRIDGE-ის ნახევრად აკრედიტებული ფასილიტატორის სერტიფიკატი, რომელიც მას საშუალებას ანიჭებს მონაწილეობა მიიღონ BRIDGE-ის მოდულების ჩატარებაში.

25-05-2013

2013 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

25-05-2013

განხორციელდა პროექტ “აქტიურ მოქალაქეთა სკოლა II“–ის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც პროექტში ჩართული ახალგაზრდებიდან შეირჩა რვა ყველაზე აქტიური მონაწილე და 2013 წლის, 13 – 18 მაისს, გაემგზავრნენ ესტონეთში, შემსწავლელ ვიზიტზე.

18-05-2013