12 აპრილს. 16:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის რიგით მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

12-04-2013

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ (CDD) საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით № 9 ნაძალადევის, № 52 ბაღდათისა და № 54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონიტორინგს 20 კაციანი სადამკვირვებლო მისიით, მობილური ჯგუფების მეშვეობით  განახორციელებს. 

30-03-2013

30 მარტს, გაიმართა საქართველოს საარჩევნო კოდექსის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა. უწყებათაშორისი კომისიის დებულების მიზნებიდან გამომდინარე კომისია რეგულარულად მართავს შეხვედრებს საარჩევნო სუბიექტებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

30-03-2013

29 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის რიგით მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

29-03-2013

18 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა კონფერენცია: 100 დღე ხელისუფლებაში: „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, 100 დღიანი მუშაობის შედეგები ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან შეაჯამა. მესამე სექტორს შეკითხვები ყველა იმ ხმაურიან თემაზე ჰქონდა, რომლებიც არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალურია.

18-02-2013

უკან1 ... 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 წინ