CDD-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით სხვადასხვა ეპარქებში საპატრიარქოს სკოლებისა და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“.

29-04-2015

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე CDD-ს თავმჯდომარემ - ქეთევან ჩაჩავამ მოხსენება წარადგინა.

24-04-2015

საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე მომუშავე ინტერპარტიულმა ჯგუფმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი თანამშრომლობასა და აქტიური კამპანიის დაწყებას გულისხმობს.

11-03-2015

პროექტის დასახელება: საქართველო და ევროკავშირი - 2015
პროექტი ხორციელდება: განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ,  საპატრიარქოსთან არსებული წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სალეჩოების ფინანსური მხარდაჭერით. 
პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი  - ივნისი, 2015 წელი

25-02-2015

პროექტის დასახელება: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის შეფასება და არსებული გამოწვევების ანალიზი
პროექტი ხორციელდება: საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრთან პარტნიორობით, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი 2014 წელი - ივლისი, 2015 წელი 
 

25-02-2015

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით 15 თებერვალს, თბილისში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის ჩატარდა ტრენინგ–სემინარი თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“.

24-02-2015

9 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთობლივი რეკომენდაციების პაკეტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის.

24-02-2015

პროექტის დასახელება:  აქტიურ მოქალაქეთა სკოლა - ახალი ინიციატივა მშვიდობიანი მომავლისათვის (II ეტაპი) 
პროექტის ხორციელდება: Confidence Building Early Response Mechanism (COBERM) – a joint EU/UNDP initiative მხარდაჭერით..
პროექტის ხანგრძლივობა: ნოემბერი, 2014 წელი - იანვარი, 2015 წელი.

 

20-11-2014

CDD-ს დამკვირვებლებმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები შეიტანეს. საჩივრები ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა პასუხისმგებლობას, ვინაიდან შემაჯამებელი ოქმები კანონის დარღვევით იყო შევსებული. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 6 საჩივარი, რითიც დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ ძირითადად თავმჯდომარეებს და მდივნებს, მათ მიმართ გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის სახეს წარმოადგენდა შენიშვნა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 4 საჩივარი და არ დაკმაყოფილდა 4.

22-07-2014

10 ივლისს, CDD-ს თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ სპეციალური მოწვევით განახორციელა ტრენინგი აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სახელმწიფოს საელჩოების სადამკვირვებლო მისიის წევრებისათვის, რომლების განახორციელებენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს.

10-07-2014