საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. 25 ივლისს, თოქ-შოუ “საჯარო პოლიტიკა” დაეთმო თემას - ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2013 წლის 21 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დასაფინანსებულ 6 საგრანტო პროექტს შორის „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ პროექტი „ძლიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციები – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის“ იქნდა დაფინანსებული.
ამ წერილით გვინდა გთხოვოთ გააძლიეროთ თქვენი ძალისხმევა საქართველოში/რეგიონში რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის წინააღმდეგ დააწესოს ახალი, გადაულახავი „საზღვრები“ და აღმართოს სხვადასხვა ფორმის ბარიკადები, მავთულხლართები, რკინაბეტონის კონსტრუქციები, კედლები, მიწათხრილები საქართველოს ტერიტორიაზე.
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტის ციკლის შესახებ ტრენინგში, რომელიც გაიმართა 16 – 19 ივლისს, „ევროპის სახლში“ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის - ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) მხარდაჭერით.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში იქნა გატარებული (რეგ. განკარგულება №194 16.07.2013) როგორც 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაცია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდმარე ქეთევან ჩაჩავა.
ამერიკის შეერთებული შტატების 237 – ე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აშშ–ს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძებას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს, კვირა დღეს გაიმართება - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილება არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე იმგვარად უნდა გამოიყენოს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამომრჩევლების აქტიურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და უზრუნველყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების შესაძლებლობა."
2013 წლის 23 ივნისს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლებმა – შორენა ჯაფარიძემ და მარიამ ალუღიშვილმა OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიის მოკლევადიანი დამკვირვებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს ალბანეთის რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროცესში.