საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე თხუთმეტამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯრომარე – ქეთევან ჩაჩავა დაესწრო.
3 ივნისს, აქცია–კონცერტის „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ მონაწილეებს ქ. გორში სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
პროექტი „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ფარგლებში ქ.გორში გაიმართა არჩევნების დღის სიმულაცია, სადაც არჩევნებზე მოსულ 200–მდე ახალგაზრდამ პროცედურების სრული დაცვით მონაწილეობა მიიღო წლის საუკეთესო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩევნებში! არჩევნების დღის სიმულაციის შემდეგ გაიმართა აქცია–კონცერტი!
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს სრულად დააკვირდება.
28 მაისს, აქცია–კონცერტის „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ მონაწილეებს ქ. ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
პროექტი „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ფარგლებში ქ.ბათუმში გაიმართა არჩევნების დღის სიმულაცია, სადაც არჩევნებზე მოსულ 400–მდე ახალგაზრდამ პროცედურების სრული დაცვით მონაწილეობა მიიღეს წლის საუკეთესო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩევნებში! არჩევნების დღის სიმულაციის შემდეგ გაიმართა აქცია–კონცერტი!
27 მაისს, აქცია–კონცერტის „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ მონაწილეებს ქ. ქუთაისში აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
პროექტი „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ფარგლებში ქ.ქუთაისში გაიმართა არჩევნების დღის სიმულაცია, სადაც არჩევნებზე მოსული ახალგაზრდებმა პროცედურების სრული დაცვით მონაწილეობა მიიღეს წლის საუკეთესო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩევნებში! არჩევნების დღის სიმულაციის შემდეგ გაიმართა აქცია–კონცერტი!
მონაწილეობენ: თამარ ალადაშვილი, მარიამ ელიეშვილი, ანი მალაზონია და სხვა. დასწრება თავისუფალია! შემოგვიერთდით: ქუთაისში, ბათუმში, გორში, ახალციხესა და თელავში.
21 მაისს ცენტრალური სააჩევნო კომისის ინიციატივით და საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) მხარდაჭერით ცესკოში პოლიტიკური პარტიების წამომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის იურისტი გორდა სურგულაძე დაესწრო.