22 ოქტომბრიდან მუშაობა დაიწყო საარჩევნო მედიაცენტრმა, რომლის მეშვეობითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს მიაწვდიან საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგებს.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ სპეციალური მოწვევით განახორციელა ტრენინგები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სახელმწიფოს საელჩოების 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის წევრებისათვის.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი საარჩევნო ბიულეტინებისა და შემაჯამებელი ოქმების ბეჭვდის პროცესს დააკვირდება.
15 ოქტომბრიდან – 25 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოკლევადიან დამკვირვებელთა ტრენინგები საქართველოს 10 რეგიონში წარმომადგენელთათვის.
16 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების – სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებთან.
2013 წლის 15 ოქტომბრის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე განვითარებისა და დემოკრატიის ცენრი მიღებული იქნა საქართველოს ეროვნული პლათფორმის წევრად.
14 ოქტომბერს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული იქმა ტრენინგი განვითარებისა და დემოკრატიის ცეტრის ტრენერთათვის. ტრენინგზე განხილულ იქნა საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დამკვირვებლის როლი საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლის უფლებრივი მდგომარეობა, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს.
12 ოქტომბერს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კონფლიქტისპირა სოფელებში დიცა და დვანში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილზე გაეცნონ ვითარებას.
განვითარებისა და დეკომტარიის ცენტრის გამგეობის წევრი გიორგი ფარეშიშვილი შემსწავლელი ვიზიტით იმყოფებოდა ნეპალში. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა წინასაარჩევნო გარემოს დაკვირვება კადმანდუსა და პოჰარაში.
8 ოქტომბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.