2013 წლის 15 ოქტომბრის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე განვითარებისა და დემოკრატიის ცენრი მიღებული იქნა საქართველოს ეროვნული პლათფორმის წევრად.
14 ოქტომბერს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული იქმა ტრენინგი განვითარებისა და დემოკრატიის ცეტრის ტრენერთათვის. ტრენინგზე განხილულ იქნა საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დამკვირვებლის როლი საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლის უფლებრივი მდგომარეობა, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს.
12 ოქტომბერს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კონფლიქტისპირა სოფელებში დიცა და დვანში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილზე გაეცნონ ვითარებას.
განვითარებისა და დეკომტარიის ცენტრის გამგეობის წევრი გიორგი ფარეშიშვილი შემსწავლელი ვიზიტით იმყოფებოდა ნეპალში. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა წინასაარჩევნო გარემოს დაკვირვება კადმანდუსა და პოჰარაში.
8 ოქტომბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საქართველოს 10 ქალაქში: რუსთავში, თელავში, ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და თბილისში, გაიმართა მრგვალი მაგიდები ახალგაზრდებთან, რომელიც დაეთმო დისკუსიებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, აქტიური მოქალაქეობის, არჩევნების მნიშვნელობის, საკუთარი უფლებება – მოვალეობებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
ორგანიზაცია “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” (CDD) მიერ „ესტონეთის ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან“ (EATA) პარტნიორობით 25 – 27 სექტემბრს, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ გაიმართა პროექტ „აქტიურ მოქალაქეთა სკოლა II“ შემაჯამებელი კონფერენცია.
19 – 22 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო „შაინ“–ში გაიმართა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის რეგიონალურ კოორდინატორთა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს 10 რეგიონის 20 წარმომადგენელი. შეხვედრაზე განხილული იქნა ორგანიზაციის საქმიანობა, სტრატეგიული ხედვა და სამომავლო გეგმები.
სადამკვირვებლო მისია განახორციელებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 15 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, საქართველოს 10 რეგიონში.
21 სექტემბერს, სასტუმრო „შაინ“–ში ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმი გაფორმდა „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრსა“ და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრსა“ შორის.