2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღის საინფორმციო ცენტრი: Call – ცენტრი, იურისტთა ცენტრი და ანალიტიკური ცენტრი განთავსებული იყო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ოფისში: ბუდაპეშტის I შესახვევი N 3. 

27-10-2013

CDD-ს სადამვირვებლო მისიის წევრები, USAID–სა და EEDC–ს წარმომადგენლებთან ერთად, ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირებისა და სააგიტაციო მასალის განთავსების წესების შესრულების საკითხების შესწავლის მიზნით ეწვივნენ # 8 და # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

24-10-2013

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ სპეციალური მოწვევით განახორციელა ტრენინგები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სახელმწიფოს საელჩოების 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის წევრებისათვის. 

21-10-2013

12  ოქტომბერს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ  კონფლიქტისპირა სოფელებში დიცა და დვანში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილზე გაეცნონ ვითარებას.

13-10-2013

19 – 22   სექტემბერს, თბილისში სასტუმრო „შაინ“–ში გაიმართა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის რეგიონალურ კოორდინატორთა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს 10 რეგიონის 20 წარმომადგენელი. შეხვედრაზე განხილული იქნა ორგანიზაციის საქმიანობა, სტრატეგიული ხედვა და სამომავლო გეგმები.

25-09-2013

19 სექტემბერს, კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ CDD–ს თავმჯდომარემ, გამგეობის წევრებმა, სათაო ოფისის წარმომადგენლებმა, რეგიონალურმა კოორდინატორებმა და გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა საჯაროდ ხელი მოაწერეს დამკვირვებლის ქცევის კოდექსს. 

20-09-2013

19 სექტემბერს, კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაიმრათა განვითარებისა და დემოკრატიის ცენრის (CDD) საქმიანობის პრეზენტაცია  და  მიღება.

19-09-2013

გამოიცა დიდი ქართველი პოეტის ტარიელ ხარხელაურის ლექსების აუდიო კრებული, სადაც, ავტორი თავად კითხულობს საკუთარ შემოქმედებას. აუდიო პროექტი „იცნოს სოფელმან“ ხორციელდება ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელის“ მიერ. პროექტის მხარდამჭერები არიან: თიანეთისა და ფშავ – ხევსურეთის ეპარქია, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD), საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო FM 102,4, სტუდია „ბუ“.

12-08-2013

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. 25 ივლისს, თოქ-შოუ “საჯარო პოლიტიკა” დაეთმო თემას - ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

26-07-2013

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს, კვირა დღეს გაიმართება - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

3-07-2013